კიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

კიევის საკრებულოს II სესიის პლენარულ სხდომაზე 64-მა დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული ენის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან ამოღების შესახებ.

კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული.

,,რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია” – განაცხადა ვასილუჩკიმ.

 

მსგავსი თემები