ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე შემოწმება უტარდებათ. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ. მათი თქმით, ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

“აეროპორტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ჯერ არც ერთ მგზავრზე ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ დაფიქსირებულა. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა, ვცდილობთ, ყველა მგზავრი დავარწმუნოთ მის საჭიროებაში,”- ამბობს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე მედდა, იამზე ჩაფიჩაძე.

საქართველოს აეროპორტში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მგზავრებს დისტანციური თერმოტესტით ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. 

მსგავსი თემები