“ქართული ოცნების” წევრები ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ

პროკურატურის მიერ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” 3 დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ბრალდებულებმა ავთანდილ ცინცაძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ განცხადება გააკეთეს. “ქართული ოცნების” დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.

“შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. ყველა მიიღებს იმ შედეგს, რაც დაიმსახურა. ამიტომ, მოვლენებს ნუ ვუსწრებთ. ჩვეულებრივი პროცესია, მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების დამთავრებას,”- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

“მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც თავის პასუხს იტყვის დროთა განმავლობაში. მე, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბრალი წარდგენილია, დაველოდები გამოძიებას,”- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოში 24 იანვარს მომხდარი ინციდენტისას ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” 3 დეპუტატს ბრალი დღეს წარედგინათ.

https://mcm.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/

მსგავსი თემები