401 დევნილი ოჯახი, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლს მიწის ნაკვეთით თავად აირჩევს

  •  

საკუთარი სახლი მალე 401 დევნილ ოჯახს ექნება. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი შეისწავლა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

“სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლს მიწის ნაკვეთით თავად არჩევს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

“დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა პროექტს სოფლად სახლის ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვა. კომისიას წარედგინა 715 განაცხადი, საიდანაც 401 დევნილ ოჯახს ეთქვა დადებითი გადაწყვეტილება.

ახლო მომავალში დევნილმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შერჩეული სახლები, რომელსაც სააგენტო ჩაუტარებს შესაბამის ექსპერტიზას. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი მოხდება დევნილი ოჯახისთვის წარდგენილი სახლის შეძენა,” – აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.

გასულ წელს სახელმწიფომ სახლი ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.

მსგავსი თემები