„აფხაზეთში დაწყებულ პროცესებს ხელმძღვანელობს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ, კრიმინალი ახრა ავიძბა. ის პროცესები, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს, კრიმინალებისა და პოლიტიკური ძალების ერთობლივი მოქმედებით ხდება“ – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.
როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, მიმდინარე წელი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა, ის ბაკქანალია, რაც აფხაზეთში ხდება, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გამორიცხულია.
„წელი აფხაზეთიდან დევნილებისთვის და აფხაზეთისთვის სიანტერესოდ დაიწყო. ის, რაც ახლა ხდება არ იყო მოულოდნელი. სიტუაცია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ვამახვილებ ყურადღებას, მიზეზად, ყველა არჩევნების გაყალბებას ასახელებს, ეს სწორია მაგრამ, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი არა პოლიტიკური პარტიები, ან კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნები წააგო, არამედ, ერთი თვის წინ, აფხაზეთში მოკლული 2 ახალგაზრდას ნათასავები, რომლებსაც ახრა ავიძბა ხელმძვანელობს. ახრა ავიძბა სოჭში მცხოვრები აფხაზია, რომელიც დონეცკში რუსეთის მხარეს იბრძვის. ის დანაშაულებრივი სამყაროს აღიარებული პერსონაა“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.
ჯემალ გამახარიამ ავიძბას მუქარაც გაიხსენა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას ეხებოდა.
„ახრა ავიძბა კარგა ხანია აკეთებდა განცხადებებს და მუქარას ხაჯიმბას მიმართ. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კრიმინალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი იერიში ე.წ. ადმინისტრაციულ შენობაზე. იცით, რომ აფხაზეთში 2 ახალგაზრდას მოკვლისთვის დაკავებულია ხაჯიმბას დაცვის 2 წევრი. ავიძბამ კი ხაჯინბასთან დაკავშრებით არაერთგზის გააკეთა მუქარის შემცველი განცხადებები. გუშინ კი მისი ხელმძღვანელობით მოხდა ამ კრიმინალებისა და პოლიტიკური ძალების ერთობლივი იერიში დე ფაქტო პრესიდენტის რეზიდენციაზე და მას ხელმძღვანელობდა ახრა ავიძბა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.