“შეწყვიტეთ პატრიარქის ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს, პატრიარქის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გოგა ხაინდრავამ პრესკონფერეციაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია მეორე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შორის, ყველაზე ღირსეულია.

„მე თქვენ მოგმართავთ პირველ რიგში, რადგან თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – შეწყვიტეთ პატრიარქის ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ ყველას, ეს არ არის მარტო ინფორმაციის გავრცელება, ეს არის ცილისწამების გავრცელება, ალბათ, ყველაზე ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს. ვიმეორებ – მსგავსი ღვაწლის და ისტორიის პატრიარქი დღეს მსოფლიოში არ არსებობს და მსოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტა მოინახება. ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული ბრძოლა მის წინააღმდეგ, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე ეკლესიის გარეთ და ერი და ბერი ერთი და იგივეა. ნუ გიკვირთ, რომ ეკლესიაში ბუდობენ ეს ძალები, რადგან ყოველთვის იყვნენ. საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ეკლესია, რომელშიც არასოდეს ყოფილა განხეთქილება. საქართველოს ეკლესია, როგორც მუხა, ისე დგას მართლმადიდებლობის სადარაჯოზე. მიდის შეტევა პატრიარქზე – სირცხვილია, ქართველებო, რისი მოწმეც ვართ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები