ბაკურიანში, ე.წ. 25-იანებთან საბაგიროს გამოყენება რუსული საბჭოთა მონეტებითაა შესაძლებელი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დამსვენებელმა განუცხადა, საბაგიროსთან, მგზავრებს ბილეთის სანაცვლოდ ე.წ. საბჭოთა მონეტებს აძლევენ, რითაც ხდება მგზავრობა.
„ე.წ. 35-იანებთან, ქართული ლარის გადახდის შემდეგ, ბილეთს კი არ გაძლევენ გაძლევენ საბჭოთა მონეტებს და ამ მონეტებით შეგიძლია ე.წ. კანატკით ისარგებლო. სხვა საშუალება აქ არ არსებობს. გავოგნდი ეს რომ ვნახე. ანუ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“ – განუცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა „მედიაცენტრ მთავარს“.
ეკონომიკის სამინისტროში მსგავს ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ. რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე მსგავსი არაფერი ხდება. მათივე ინფორმაციით, მთის კურორტები მოიცავს „დიდველს“, „მიტარბისა“ და „კოხტას“.