“ოპოზიციაში ნარნარა ქალები არიან, მაგრამ პოლიტიკაზე დაიწყებენ ლაპარაკს და მგელს დააფეთებენ” – ედიშერ გვენეტაძე

  •  

“ოპოზიციაში ნარნარა, მშვენიერი ქალბატონები არიან, მაგრამ პოლიტიკაზე დაიწყებენ ლაპარაკს და მგელს დააფეთებენ”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ განაცხადა.

ისტორიკოსის თქმით, როდესაც ოპოზიციონერი ქალები პოლიტიკაზე საუბარს იწყებენ, შვილიშვილებს ტელევიზორს არიდებს, რადგან, მისი განმარტებით ისინი ბავშვებს აშინებენ.

“მშვენიერი ქალები ჰყავთ ამ ოპოზიციაში, ნარნარი, სიამოვნებით უყურებ. დაიწყებენ პოლიტიკაზე ლაპარაკს და შვილიშვილებს ვარიდებ ტელევიზორს. ეშინიათ ბავშვებს. ეს ქალები რომ აჩვენო პოლიტიკაზე საუბრით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში, მგლის ხროვა დაფეთდება. რა უდებურებაა, რა დაგემართათ, ხალხო”, – აცხადებს გვენეტაძე.

ისტორიკოსი დღეს, ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დაქცევაში მათ მიუძღვით წვლილი. მისი თქმით, ამ ხალხმა, აქციაზე დგომის ნაცვლად, ეკლესიაში უნდა მოინანიოს ცოდვები.

“დღევანდელ დღეს, 28 წლის წინ, დაიწყო საქართველოს დაქცევა. და ქვეყნის დაქცევა დაიწყეს იმ ხალხმა, რომლებიც დღესაც იყვნენ ბათუმში. ის ხალხი იქ კი არ უნდა გამოდიოდეს და მაღალფარდოვანი სიტყვებით კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, მათ რომ სინდისი და ნამუსი ქონდეთ, მონასტრებში უნდა იყვნენ წასული და უნდა ინანიებდნენ. როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, “კაცს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, იმისგან ყველაფერია მოსალოდნელიო”. ამ სიტუაციაში ვართ ჩვენ. 30 წლის წინ გავარდნილი ტყვია, დღევანდელ დღესაც მეთოდურად დადის საქართველოში. 

ჩვენთან, ოპოზიცია რომ არ გყავდეს, უნდა გამოიგონო. კონსტრუქციული ოპოზიცია ქვეყანაში საჭიროა. მაგრამ, რატომ არ მოდიან მათ მიტინგებზე ხალხი. ახლა ამათ ბათუმსა და თბილისში, მიტინგზე ხალხი რომ ჰყავდა, ამდენი ჩემი სოფელია სამტრედიის რაიონი სოფელი კორმაღალი. კომუნისტების დროს, ერთი ფილმი გადიოდა და ამდენი მოდიოდა მასზე დასასწრებად. მეორეც, იმიტომ არ მოდის, რომ გამოდის ოპოზიციონერი და მემუქრება – ამას დავიჭერ, ამას ჩამოვახრჩობო. გამოდის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და სპეცრაზმელს სცემს”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

მსგავსი თემები