„თუ მარიამ ჩოლოიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას და სახელმწიფოს ეკისრება“ – ადვოკატი

გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანია ადვოკატი გაგი მოსიაშვილის მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოგიურ ზეწოლაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, პასუხისმგებლობას მედიას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს აკისრებს.

როგორც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დაკავებული გამომძიებლის მიმართ მტკიცებით ფორმაში მიდის ბრალის წარდგენა და დადანაშაულება, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლაა,

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, პირიქით, ჩვენი ინტერესია, გაირკვეს სიმართლე. კონკრეტულ შემთხვევაში, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა გამორიცხულია. ის ბრალდების ფორმულირება რომელიც წარმოადგილა სახელმწიფო ბრალდებამ – რომლთაც ბრალი ედება ჩოლოიანს, რომ ვითომ, მან, მოწმე ფსიქიკური ძალადობით, შანტაჟით და სხვა უკანონო ქმედებებით აიძულა ჩვენება მიეღო, ეს არის სიცრუე და საქმის მასალებით მსგავსი არაფერი კვეთება. არადა, რასაც ვხედავთ, საზოგადოება, მედია, იურისტების ნაწილიც კი, იმაზე ნაკლებს არ აკეთებენ, რასაც სახელმწიფო ბრალდება“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლა სახეზეა და  24 საათიან რეჟიმში მიდის მტკიცება, რომ მარიანა ჩოლოაინმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული.

„როცა ხდება ამგვარი დამოკიდებულება და ისეთ ფონის შექმნა და მტკიცებით ფორმაში საუბარი, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. 24 საათიან რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამომძიებელმა იძალადა მოწმეზე. გამოდიან და ამტკიცებენ, რომ ეს არის დადასტურებული გარემოება. უდნაშაულობის პრეზუმფცია კი არავის ახსოვს. სახელმწიფო ინსპექტორმაც კი მტკიცებით ფორმაში ისაუბრა, რომელიც მედიასაშუალებებმა აიტაცეს. მარიანა ჩოლოიანს, სოციცხლის თვალსაზრისით რომ რამე დაემართოს, ყველანი დამნაშავეები იქნებიან. რას ვიტყვით მაშინ, თუ, მან, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა? ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს ეკისრება“ – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.   

შეგახსენებთ, რომ დაკითხვისას, არასრულწლოვანზე ჩვენების მიღების მოტივით განხორციელებული ზეწოლისთვის გამომძიებელი დააკავეს.

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. 

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a/

მსგავსი თემები