“ამ შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ” – ევროკავშირის ელჩი მოზარდის სუიციდზე

  •  

საქართველოში ევროკავშირის ელჩი 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია, საქმეში არსებული ფაქტები ყურადღებით შეისწავლონ.

ჰარცელის თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ.

“პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მინდა ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფაქტებს და ყოვლისმომცველი გზით შევისწავლოთ ისინი. ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ. ვფიქრობ, ჩვენ ეს შემთხვევა უნდა განვიხილოთ, თუ რამდენად არის კანონის სტანდარტები დაცული, შემდეგ კი გვქნება ამ საკითხზე კიდევ ერთი დისკუსია”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მსგავსი თემები