საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

  •  

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ვარდოსანიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც ის საქართველოში გამოემგზავრება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

„პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ “Elka Aristotle”-ს. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია”

  1. The amalgamation with regards to yearning and in addition present-day is regarded as a Rolex . Review my page:replica watches

  2. Dealing with the different needs of customers, Rolex would try their best.

  3. Rolex does make everyday life smart every and every instant.