ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა.
ასათიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ უკანონო პატიმრობაში დატოვა.
“ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის დარღვევას არ აღიარებს, არც ბრალს ცნობს. ადვოკატმა იშუამდგომლა მის გათავისუფლებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა. შემდგომი ე.წ. სხდომა, მომდევნო კვირაში გაიმართება”, – განუცხადა ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს”.
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.