თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.