საქართველოში, ზამთრის სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, დაფიქსირდა ე.წ. ღორის გრიპისა და H2N3-ს თითო-თითო შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსია.

როგორც იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვირუსს რამე გართულებები არ მოჰყოლია. მისივე ინფორმაციით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ვირუსის შემთხვევები ნაკლებია.

მსგავსი თემები