“შევეცდებით, რისკი კანონპროეტის ჩავარდნის მოიხსნას” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას.

მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა.

“ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ რისკი კანონპროეტის ჩავარდნის მოიხსნას. კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინცდამაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” მორგებული, დავარწმუნოთ, ეს, ასე არაა.  აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია პრეტენზია  ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა”, – განაცხადა მდინარაძემ. 

მისივე თქმით,  არავინ მიდის არც,  პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ. 

=

მსგავსი თემები