“მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე სისხლში აქვს გამჯდარი დაპირებების არშესრულება, ვფიქრობ ამ პირობის შეასრულება იძულებით მოუწევთ”- ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას.
დეპუტატის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი არ ჩავარდება. მისი თქმით, კანონპროექტის ჩავარდნა, კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას.
“ ხალხი არავის აპატიებს იმ უფლების იგნორირებას, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა. ვფიქრობ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტს მიიღებს, იმიტომ რომ, თვითონაც აცნობიერებენ რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. რადგან აქ უკვე 2020 და 2024 წელზე კი აღარ იქნება საუბარი, შეიძლება მყისიერად მივიღოთ ძალიან კრიზისული მდგომარეობა და ფინალში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანოს ისეთ კრიზისში საიდანაც პრაქტიკულად დაზარალებული უკვე მთელი ქვეყანა გამოვა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.