„პოლიტიკური სპექტაკლი, მდაბიო ფორმით“ – მამუკა კაციტაძე პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე

„მოსალოცად აქვს ქართველ ხალხს საქმე, ჩვენ გვექნება პროპორციული არჩევნები… ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალის პოზიციიდან დაუწყებს საუბარს“ –  ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ, პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ბუნებრივბასთან კავშირი არ ჰქონია.     

„არ დაიჯეროს ვინმემ, რომ გუშინდელი პროცესი იყო ბუნებრივი. ანუ ეს იყო მაჟორიტარების ბუნტი. ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალის პოზიციიდან დაუწყებს საუბარს, რომ მე თუ არ დამიკმაყოფილებ მოთხოვნილებებს, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ. ამისი ძალა და რესურსი მაჟორიტარებში არ არის. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ეს იყო პოლიტიკური სპექტაკლი, მდაბიო ფორმით დადგმული“ – განაცხადა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“  

როგორც მამუკა კაციტაძე აცხადებს, პარლამენტში მოვლენების ამგვარი განვითარება და დეპუტატთა ცვლილება პროპორციული არჩევნებისთვის დაეჭირათ მხარი, რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული.

„საქმე გვაქვს პროცესის სამი შესაძლო ვარიანტის განვითარებასთან.  მაგალითად,  ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ გაცხადებული პოზიცია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით, მას ლოგიკურად ჩამოაშორებს ხელისუფლებას ან მინიმუმ, გააყოფინებს; არ არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილი შეეცადა, გაერკვია  რა განწყობები წამოვიდოდა ოპოზიციასა და ხალხის მხრიდან. ეს განწყობები გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა. პროტესტის ტალღა იქნება მზარდი. პოლიტიკური ფასის გადახდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, გარეთაც მოუწევთ. ძალიან მძიმე საუბარი იქნება, რომ დაუშავათ რომ ეს თემა ჩავარდეს. მათ შორის, მაიკლ პომპეოს განცხადება, ვენეციის კომისიის განცხადება, ეუთოს რეკომენდაციები და ასე შემდეგ. ამის ფონზე, დარწმუნებული ვარ, მოსალოცად ექნება ქართველ ხალხს საქმე – ჩვენ გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები