„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მწვანე შუქს აუნთებს. როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პოლიტიკური სპექტრი ერთად დადგება და სხვა თემები გადაიწევს უკან.
„საქართველო მიიღებს პროპორციულ არჩევნებს. ეს თემა 30 წელია პრობლემურია და მომავალი 3ო დღეც იქნება პრობლემური. დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციულ არჩევნებს საქართველოში ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს, თავის დროზე, „ოცნების“ მხრიდან იყო იძულებითი გადაწვეტილება და დიდი სიამოვნებით უკან წაიღებენ, თუ ამის შესაძლებლობას ნახავენ და მეორე – ქვეყანა იმ ტიპის პრობლემებშია, ისეთი ახალ-ახალი პრობლემები ჩნდება ყოველ დღე, შესაძლოა, ხელისუფლებაში იმ ტიპის არეულობა მოხდეს, უმრავლესობის შეკრება პრობლემური გახდეს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.
რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, თუ პარლამენტი პროპორციულ სისტემას მხარს არ დაუჭერს, უსუფაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაშ, ყველა სხვა საკითხი გადადის უკან.
„დღევანდელი მდგომარეობით, ხელისუფლებამ დაინახა უპრეცენდენტო ერთობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა. თუ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ გადაწყვეტილებას ჩააგდებს, ყველა სხვა საკითხი გადავა უკან და სრულიად ოპოზიციური სპექტრი დგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გვერდში, მათ შორის, იმ ახალგაზრდების გვერდში, რომელთა აქტიურობასაც მოჰყვა პროპორციული არჩევნების თაობაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დათმობა და საერთო და ერთიანი ძალით, საკოორდინაციო სისტემით. ყოველგვარი მანიპულირების გარეშე, რომ მე „ამასთან“ არ დავჯდები, მე „იმასთან“ არ დავჯდები-ს გარეშე ვაიძულებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს არჩევნები პროპორციულად“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.