“თუ კანონპროეტი ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ“ – სიმონ ნოზაძე

” მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ერთგვარი მერყეობა უმრავლესობაში” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სიმონ ნოზაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თუ პროპორციულ საარჩენო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, შესაძლოა “მრეწველები” მიტინგზეც გამოჩნდნენ.

„არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღევანდელი შეხვედრა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია, პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი. არ ჩავარდება. მე, პირადად, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, თუ ჩავარდა, მაშინ არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. 

მსგავსი თემები