იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, უვადოდ 37 მოსამართლე გამწესდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, მის კოლეგებს უვადოდ გამწესება მიულოცა.
„ჩვენ გვყავდა სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები, რომელთაც ჰქონდათ სამ წელზე ბევრად მეტი გამოცდილება – ზოგს 10-წლიანი და 10 წელზე მეტი გამოცდილებაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიღებულია გარდამავალი ნორმა, რომელმაც დაგვავალდებულა, რომ ასეთი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხი საბჭოს განეხილა განსაკუთრებული წესით. სწორედ ასეთი გადაწყეტილება მივიღეთ დღეს და 37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდენ უვადოდ. ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა იმ მოსამართლეების საკითხზე გაიმართა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული.