“ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ” – დავით ზალკანიანი დავით გარეჯზე

“დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანული და ქართული მხარე მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივესთვის მისაღებ ფორმაში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებიდან გამომდნარე,” – აღნიშნული განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით ზალკანიანის განცხადეით, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ხვალიდან სამღვდელოებისთვის გაიხსნება. მისი თქმით, მომავალში განიხილება სამონასტრო კომპლექსის მთლიანი სივრცის გახსნა საზოგადოებისთვის.

“ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ. ხვალიდან სამღვდელოებისთვის გაიხსნება და შემდეგ უკვე განიხილება შემდეგი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხდეს გახსნა ამ სივრცის,” – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

https://mcm.ge/%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%af%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90/

მსგავსი თემები