“ყველამ იცოდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ტარდებოდა, ეს სიახლე არაა” – ზაქარია ქუცნაშვილი

  •  

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ დაგეგმვასა თუ ორგანიზებაში არჩილ თალაკვაძე ჩართული არ ყოფილა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზოგადად, დეპუტატებმა იცოდნენ, რომ თბილისში ასამბლეა ტარდებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში სოცფიო ქაცარავა და თამარ ჩუგოშვილი და იყვნენ თუ არა ისინი ფორუმის ორგანიზებაში ჩართულები, დეპუტატმა შემდეგნაირად უპასუხა: “სოფო ქაცარავა ამ პროცესებში არ ყოფილა ჩართული, თუმცა, 4 თვით ადრე, მას წარვუდგინეთ ანგარიში, ისევე როგორც თამარ ჩუგოშვილს. 4 თვით ადრე სოფო ქაცარავამ და თამარ ჩუგოშვილმა იცოდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდებოდა.  ყველამ იცოდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ტარდებოდა, ეს სიახლე არაა,” – განცხადება, ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მორიგ კითხვზე, ჩართული იყო თუ არა დაგეგმვის ნაწილში არჩილ თალაკვაძე და ბიძინა ივანიშვილი, დეპუტატმა უარით უპასუხა.

“არჩილ თალაკვაძე არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში, შესაბამისად მას ნუ დავაბრალებთ იმას, რაშიც არ ყოფილა ჩართული. ბიძინა ივანიშვილთან ამის თაობაზე პირადად არ მქონია საუბარი. ესაა საპარლამენტთაშორისო გაერთიანება და ბუნებრივია ეს პარლამენტის ხაზით ვითარდებოდა. მე პირადად არ ჩამიყენებია ის საქმის კურსში. ამ ასამბლეის ორგანიზებაზე, ვმუშაობდი და ვთანამშრომლობდი ირაკლი კობახიძესთან,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიცენტრ მთავარში” 

მსგავსი თემები

One Thought to ““ყველამ იცოდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ტარდებოდა, ეს სიახლე არაა” – ზაქარია ქუცნაშვილი”