2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსია 30 ლარით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ.

“2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა,” – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. 

მსგავსი თემები