ფერეიდნელი ქართველები ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ

  •  

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა. ისინი ამჟამად კახეთში იმყოფებიან.

ფერეიდნელი ქართველების განცხადებით, მათ სიმბოლურად წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გაიარეს.

შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი, თელავში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფერეიდნელები საქართველოსკენ  11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

მსგავსი თემები