ბედიის სამონატრო კომპლექსი განადგურების პირასაა

ბედიის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს ტაძრის დაზიანებული კედლები, მეათე საუკუნის განადგურებული ფრესკები.

ვიდეოში კარგად ჩანს ვანდალიზმი. ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე რუსული წარწერები იკითხება, აყრილია ტაძრის იატაკი, შენობაში ჩანს ხარაჩოები და მიმდინარეობს არასათანადო მეთოდოლოგიით სარესტავრაციო სამუშაოები.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ტაძარში არსებული ბაგრატის ფრესკა სრულად განადგურდა. დღეს ტაძარში საეკლესიო მღვდელმსახურება რუსულ ენაზე აღევლინება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშაა.

მსგავსი თემები