ვოლსკის თქმით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება არ განიხილება

  •  

“ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მედიის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია, მაგრამ არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს. ასე რომ, ვფიქრობ, კოლეგიალური სტრუქტურა არსებობს. ვფიქრობ, პოზიციები საკმაოდ ერთგვაროვანია ჩვენს გუნდში და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს მარტო ერთპიროვნულს. ეს უნდა დავაფასოთ. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რასაც ჰქვია, მმართველობითი ვერტიკალის დახვეწა და ამის თაობაზეც გექნებათ კიდევ ინფორმაცია, ვიზუალურადაც გამოჩნდება და დაეტყობა ყველაფერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები