ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები