“ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2″-ზე უკეთესი” – გვარამია ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას იწყებს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორებას ორშაბათიდან დაიწყებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი ტელევიზიისთვის ინსვესტიციები და შენობა უკვე აქვს და საუკეთესო არხის შექმნას გეგმავს.

“მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2”-ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც “რუსთავი 2”-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პაატა სალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გუშინ “კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვებამდე გააკეთეს, რის შემდეგაც, “კურიერი” ეთერში არ გავიდა.

ტელეკომპანიიდან ასევე გაათავისუფლეს გიორგი გაბუნია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი

მსგავსი თემები