დასკვნა ცნობილია – თბილისში ბანაობა უსაფრთხოა

  •  

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის სინჯების შედეგები ცნობილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების შედეგად, მაისის თვეში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ გამოვლინდა. 

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

კვლევები საბანაო წყლებზე სხვაგანაც ჩატარდება.

მსგავსი თემები