დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს.
მისი თქმით, მან ორი თვი წინ, შს მინისტრს სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა თბილისში, ამოტრიალებული მანქანების გამოჩენასთან დაკავშირებით, მაგრამ დეპუტატის თქმით, მისგან პასუხი არ მიუღია, რაც კანონის დარღვევაა.
“ორი თვის წინ, შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი – კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის”. რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტსა და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს
კანონის ძალითა, ნებისმიერ მინისტრსა და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას, გახარიამ უგულებელყო და დაარღვია ეს კანონი. აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი?!” – აცხადებს ლევან კობერიძე.