“გალერია თბილისი” ისევ პარალიზებულია – უცნობია, როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრი

ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არიან შეკრებილები, თუმცა მათ იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც “გალერია თბილისის” ვებგვერდზეა აღნიშნული, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად სავაჭრო ცენტრში სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.

ცნობისთვის, ხანძარი სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს ალი მოედო, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობა დაკვამლიანდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მსგავსი თემები