“საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება” – იური ბარზიკინი

  •  

„საქართველოსთან ავიამიმოსვლა მინიმუმ ერთი წელი, საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება. თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვალა“, – განაცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა.

მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტები ნაკადი, ფრენების აკრძალვის შემდეგ, 70%-ით შემცირდა.

„თითქმის ყველა, ვინც საქართვლოში თვითმფრინავით ჩადიოდა, იქ აღარ ჩადის. აღარ იყიდება კომპლექსური ტურებიც. ბუნებრივია, მათ, ვინც მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავს, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა ლარსის ან მესამე ქვეყნების გავლით, მაგრამ ეს შედარებით რთული და რისკიანია“, – განაცხადა ბარზიკინმა.

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად წინაპირობები ჯერ არ არსებობს.

„საქართველოში არსებული სიტუაცია იქ რუსი ტურისტების ყოფნისთვის სახარბიელო არ არის. რუსეთმა განსაზღვრა პირობები ავიამიმოსვლის აღსადგენად – რუსოფობიური პოლიტიკისა და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება, ამიტომ ფრენები მინიმუმ ერთი წელი არ აღდგება. ყველაზე სავარაუდოა, რომ ფრენები 2020 წლის ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგეს“, – განაცხადა ბარზიკინმა.

მსგავსი თემები