“ტვ პირველის” ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც არხის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ტელევიზიის განცხადებაშია ნათქვამი.
“მედიაცენტრი მთავარი” “ტვ პირველის“-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია, არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.