იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა

  •  

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

დოლიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება, კანდიდატებს კომფორტი უნდა შეექმნათ.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას საბჭოს წევრი, ვასილ მშვენიერაძე გამოეხმაურა.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა მშვენიერაძემ.

მსგავსი თემები