„400 ნომრიანი ჯავშანი არც ერთ რუს ტურისტს გაუუქმებია, მათ  ალტერნატიული გზებით შემოვიყვანთ“

  •  

სასტუმროებსა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მაღალბიუჯეტიან ტურისტებს უფრო მეტი ღირსება აღმოაჩნდათ ვიდრე დაბალ ბიუჯეტიანს. როგორც ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მათ, ვინც ჯავშანი არ გააუქმა, საქართველოში ალტერნატიული გზებით შემოვლენ.    

„ფასებს განსაზღვრავს მოთხოვნა. უნდა შევეცადოთ, რომ რუს ტურისტებს მივცეთ სხვა ალტერნატიული გზები საქართველოში ჩამოსასვლელად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამისთვის და გარწმუნებთ, რომ რუს ტურისტებს ალტერნატიული გზებით შემოვიყვანთ ქვეყანაში“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ერთი კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, რომელიც მაღალბიუჯეტიან ტურისტებს ეხებათ.

„ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას რუსეთთან. პირიქით, საკმაოდ აქტიური კონტაქტი მაქვს რუს ტურ-ოპერატორებთან. მაგალითად, ერთ-ერთ  400 ნომრიანი  ჯავშანთან დაკავშირებით, არცერთ ადამიანს გაუუქმებია ჯავშანი.  უბრალოდ, სხვა გზებით შემოვლენ საქართველოში ოქტომბრის თვეში. მაღალ გადამხდელ ტურისტებს უფრო მეტი ღირსება აღმოჩნდათ, ვიდე დაბალ გადამხდელებს.  დაბალბიუჯეტიანმა ტურისტებმა უფრო გააუქმეს ჯავშანი ვიდრე მაღალ გადამხდელებმა. ბუნებრივია, არ ეხება ზღვის სეზონს, რადგანაც, იქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა,“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები