თიანეთში “გმირების სკვერი” გაამწვანეს

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთში „გმირების სკვერი“ გაამწვანეს.

დეპუტატმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა და ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თიანეთის რაიონულმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სკვერში 20 ძირი კვიპაროსის ხე დარგეს.

როგოც ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავრს“ განუცხადა, 20 ძირი ხე, სიმბოლურად სწორედ იმ ოც თიანეთელ გმირს აღნიშნავს, რომლის სახელსაც სკვერი ატარებს. აღნიშნული ნერგები, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა საჩუქრად გადასცა.

მსგავსი თემები