ბიზნესომბუდსმენი, მთავარ პრობლემად გაჭიანურებულ სასამართლო საქმეებს ასახელებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და  აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ირაკლი ლექვინაძეს განცხადებით, შეხვე​დრაზე განიხილეს, ბიზნესის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები.

„ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და  პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენლები.

მსგავსი თემები