დავით ბაგრატიონს, პოლიციაში 5 საათი კითხავდნენ

თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული, რომელიც გამოძიების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა, 5 წლის წინ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ, ყოფილ მეუღლეზე, ფიზიკურად ძალადობას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, გამოძიებას ამომწურავად გასცა პასუხი.

„ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. არც ერთი კითხვა არ დარჩენილა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია სერიოზულად პასუხის გაცემა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია. მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. კომიკურია ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობს დღეს, მაშინ, როდესაც ეს ექსპერტიზაც მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება და სხვას არაფერს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, მის დისკრედიტაციას ემსახურება.

მსგავსი თემები