საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

თბილისში, ივლისის თვეში  40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს, სადაც სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს, 21 საათზე დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძეს განცხადებით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182; კრწანისის რაიონი -N51, N206; მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162; ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112; სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72; ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

მშობლებს, რეგისტრაციის გავლა, ელექტრონულად,  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge  შეეძლებათ. რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია  ადგილების შევსებამდე გაგრძელდება..

მსგავსი თემები