პატრიარქი, გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 

როგორც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ “მთავარს” განუცხადა, შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.

“საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები