თბილისში, 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს

თბილისს ზაფხულის განმავლობაში 40 საჯარო ბაგა-ბაღი მოემსახურება. ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოდან განცხადებით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.

“რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. მეორე წელის რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებისთვის მაისში, ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება,”-განაცხადეს ბაგა-ბაღების სააგენტოში.

მსგავსი თემები