ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი, თამარ რაზიკაშვილი გარდაიცვალა 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი გარდაიცვალა.

თამარ რაზიკაშვილი მეორე მეუღლესთან ვაჟა-ფშაველას შვილის, მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის შვილია.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. ის ასევე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმში.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს 7 მაისს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, ვაკის სასაფლაოზე მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მსგავსი თემები