დავით ჭიჭინაძე, ბიზნესისთვის სახელმწიფო ვალდებულებების გადავადებას ან შეჩერების ითხოვს

„თუ  ადამიანებს თავიანთი კომერციული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლებას არ ვაძლევთ, არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებს იმ ვალდებულებების განხორციელება დააკისროს, რომელიც  ხელშეკრულებით აქვთ განსაზღვრული. ეს ყველაფერი ითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას და ამის დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ, თორემ ჯარიმების დაწესებას დიდი ჭკუა არ სჭირდება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელისუფლების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ.

„ამასთან, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ბანკებისთვის, რომელბიც ჩვენი მოსახლეობის  ყოველდღიურ ტერორს ახდენენ.

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გახარიამ არაერთხელ განაცხადა სესხების კაპიტალიზაციის გადავადების შესახებ, სამწუხაროდ ბანკები და მიკროსაფინანსოები ყოველ დღე იბარებენ ადამიანებს და უცხადებენ მათ, რომ მათთვის პრემიერის განკარგულება არგუმენტი არ არის.

ამ ფაქტების  შესახებ მე მქონდა საუბარი როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით  ნაბიჯები მეტ-ნაკლება გადაიდგმება,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები