მამაკაცს, რომელიც ქობულეთში აღელვებულ ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლს დაუდგამენ. კამპანია სოციალური ქსელში წამოიწყეს. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ქობულეთის მერია გამოეხმაურა.
ქობულეთის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმარონ იდეის ავტორებს. როგორც მერიაში განაცხადეს, უახლოეს მომავალში იგეგმება პეტიციის ავტორებთან შეხვედრა და მათთან ერთად ყველა დეტალის განხილვა.
შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.