საქართველოს მოქალაქემ საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედლის გათხრით სცადა

დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ისრაელის საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედელში არსებული ხვრელით სცადა. მას  ბრალად ედება გაქცევის მცდელობის ორგანიზება.

შემთხვევა „ბენ გურიონის“ აეროპორტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც 40 წლის ქართველი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალბით იყო მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა საკანში კედელზე  ხვრელი აღმოაჩინა და გვირაბის გათხრა თანამესაკნეებთან ერთად  დაიწყო, თუმცა ფაქტი რამდენიმე დღეში უსაფრთხოების სამსახურმა შეამჩნია.

 

წყარო – ტვ პირველი

 

მსგავსი თემები