სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლებას ბავშვი, მხოლოდ მშობლის თანხმობით მიიღებს

  •  

​ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლებას ბავშვი, მხოლოდ მშობლის თანხმობით მიიღებს.

„კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით. კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს. მინდა ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული?,” – განაცხადა სოფო კილაძემ. 

მისივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს კოდექსი წაკითხული არ აქვს და არასწორ ინფორმაციას ფლობენ.

“საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ. ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს ონლაინ პირდაპირ ჩართვას ფეისბუქზე, კონკრეტული კითხვები დასვან და მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის წარდგენისას.

მსგავსი თემები