,,სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ ტურაშვილს ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, რომელიც იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში, თუ გვერდზე სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება, ეს სწორედ ის გესლი, რომელიც ასეთი მედიიდან მოედინება.

გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიებიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა? ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და ცდილობენ, რომ შხამი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში, ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომლებიც სხვებს მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან სხვა ადამიანებზე”, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები