ნატო რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთიდან ჯარი გაიყვანოს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი საქრათველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების განცხადება გაითხოვოს.

როგორც იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მიონისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, ნატო საქართველოს ერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერია.

„ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა ნატო მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე შეფასებით, საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს აქვს უფლება, პროცესებში ჩაერიოს.

მსგავსი თემები