,,ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მას შემდეგ, რაც ოკუპანტი ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, მაგრამ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს. ამის შემდეგ დავბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლების გარეშე მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიალოგი რთული იქნება. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა მთვარი ამოცანა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაა.

„მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, არა სამი დღე, არა 30 დღე, არამედ 3 თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები