„საქართველოსთვის კარი მუდმივად ღიაა“ – ნატოს გენ. მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში არის პროგრესი და ის ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი. ნატო მუდმივად თანამშრომლობაში იქნება თქვენთან. მადლობლები ვართ, საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. საქართველოს მისია ავღანეთში მნიშვნელოვანია და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეს ყოველივე როგორც ნატო-ს, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი განცხადებით, საქართველო უნიკალური პარტნიორია: „საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მოკავშირეობისთვისა და წევრობისთვის. ბუქარესტში გაცხადდა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს დადასტურდა გასული წლის ივლისში ნატო-ს სამიტზეც. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად გამოცხადებას ჩვენ ვეწინააღმდეგებით”.

მსგავსი თემები